ჩინგიზ ყაენი

ჩინგიზ-ყაენი , ჩინგის ყაენი , ჩინგისხანი ( მონღ. Чингис Хаан [ʧiŋgɪs χaːŋ] ), დაბადების სახელი თემუჩინი (დ. 1162 ? — გ. 18 აგვისტო , 1227 ) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი ( ყაენი ). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად. ჩინგისხანი (დაბადების სახელი თემუჩინი) წარმატებული სამხედრო სტრატეგი იყო. მის მიერ შექმნილი მონღოლთა იმპერია , მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. მართალია, მის იმპერიას დიდი ხანი არ უარსებია (Екэ Монгол Улус, 1206-1368), მაგრამ ცხადია, ეს იმპერია თითქმის ნახევარ მსოფლიოს მოიცავდა, მისი ლიდერი კი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრატეგოსი იყო. ამაზე მეტყველებს მისი სამხედრო წარმატებები. ჩინგიზ-ყაენს უდიდესი წვლილი მიუძღვის მონღოლთა იმპერიის შექმნაში. იგი 1227 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მისი იმპერიის დაშლა (მონღოლთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1368 წელს ...